გორში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს 

ოქტომბერი 03 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში, შსს-ს სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული მამაკაცი, ა.ვ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ქალს - 1985 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს, მისივე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

ფოტო შერჩეულია თემატურად 

Read 413 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი