გორის 63 საბავშვო ბაღისთვის ახალ წლამდე 9 000 პურია გათვლილი

ოქტომბერი 03 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ პურის და ფუნთუშების შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოაცხადა, რომლის მიხედვით, 27 დეკემბრის ჩათვლით, საბავშვო ბაღებს 9 000 პური უნდა მიეწოდოთ.

გარდა პურისა, ტენდერში გათვალისწინებულია 1 070 კილოგრამი ოდენობის ფუნთუშების შეძენაც. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ერთი ფუნთუშა დაახლოებით 200 გრამს უნდა იწონიდეს.

სააგენტოს მოთხოვნების მიხედვით, პური უნდა იყოს მიწოდების დღეს გამომცხვარი, კარგად გამომშრალი, შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული; თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილისგან; არ უნდა შეიცავდეს უცხო სხეულებს, ორგანიზმისთვის საშიშ და აკრძალულ ნივთიერებებს

Read 254 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 03 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი