Back to Top
ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი 2019 16:50

"ევროპის მემკვირეობის დღეებში" ერთ-ერთი ღონისძიება სტალინის მუზეუმში გაიმართება

Rate this item
(0 votes)

"ევროპის მემკვიდრეობის დღეების" ფარგლებში, ერთ-ერთი ღონისძიება იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმში გაიმართება.

დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაციას მუზეუმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"5 ოქტომბერს გიწვევთ ბაირონის საზოგადოებასთან შეხვედრაზე", - ვკითხულობთ მუზეუმის აფიშაზე.

შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება.

„ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ გორში 5-6 ოქტომბერს გაიმართება. ღონისძიებების ორგანიზატორია ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო.

სააგენტოს ინფორმაციით, 5 ოქტომბერს, 12:00 საათზე სამხატვრო სკოლის მოსწაავლეეთა ნამუშევრები გამოიფინება. 17:00 საათზე კი, სამუსიკო სკოლების მოსწავლეები ევროპელ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს შეასრულებენ. რაც შეეხება მეორე დღეს, 6 ოქტომბერს, კულტურის განყოფილება თოჯინების თეატრს - „წითელქუდა“ წარმოადგენს. სპექტაკლი 12:00 საათზეა დაგეგმილი.

Read 281 times