სანაკოევი: ტატუნაშვილი ცემაში რომ მოკლეს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს

მარტი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

არჩილ ტატუნაშვილის ცხინვალის ციხეში გარდაცვალების ფაქტს, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი ეხმაურება.

სანაკოევი ამბობს, რომ არანაირ უბედურ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და ოკუპანტებმა ტატუნაშვილი წამებით მოკლეს.

სანაკოევის განცხადებით, სავარაუდოდ, ოკუპანტებმა გაიგეს, რომ ტატუნაშვილი ქართულ არმიაში მსახურობდა და სწორედ ამიტომ მოხდა მისი დაკავება. სანაკოევი არ გამორიცხავს, რომ ოკუპანტები მისგან გარკვეული ინფორმაციის მიღებასაც ითხოვდნენ.

მისივე თქმით, ტატუნაშვილი ბოლო 5 წლის მანძილზე დაუბრკოლებლად გადაადგილდებოდა ახალგორის ტერიტორიაზე და როგორც ახალგორელს, ამისთვის სპეციალური საშვიც ჰქონდა. მისი ინფორმაციით, ტატუნაშვილი ახალგორში უპრობლემოდ გადაადგილდებოდა და სხვადასხვა სახის პროდუქტით სავაჭრო საქმიანობას ეწეოდა.

,,ის კაცი იქ ცხოვრობდა. ხუთი წელი შედიოდა და გამოდიოდა. მისი დაკავება ახლა იმიტომ მოხდა, რომ გაიგეს, ის ადრე მსახურობდა საქართველოს ჯარში. ოსურმა მხარემ კი ამისთვის ვერსია გამოიგონა, ვითომ ის ოსების მიმართ ომობდა. შეიძლება, ისიც დაწერონ, რომ ემზადებოდა ტერორისტული აქტისთვის. ვიღაცამ ამისთვის ისტორია შექმნა, რომ პრემია აიღოს მერე. ჩვენ შეგვიძლია მოვთხოვოთ იმ ე.წ. მთავრობას, რომ დააკავონ ისინი ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო,“-აცხადებს სანაკოევი.

Read 1951 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი