გორში, 60 წლამდე მამაკაცს დაზგაზე მუშაობისას ყური მოეჭრა 

ოქტომბერი 04 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში, შინდისის გზატკეცილზე მდებარე ცეხში, 60 წლამდე მამაკაცი დაზგაზე მუშაობის დროს დაშავდა.

მამაკაცმა მრავლობითი ჭრილობები მიიღო და ყურის ნაწილი მოეჭრა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ "გორმედში" მიიყვანა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაზგის დასუფთავებისას, მამაკაცს ხელი ჩამრთველზე მოუხვდა და მრავლობითი ჭრილობები თავის არეში მიიღო. 

ამ წუთებში, "გორმედის" ექიმები დაშავებულს შესაბამის სამედიცინო დახმარებას უტარებენ. 

Read 868 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი