ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიშს გორში წარადგენენ

მარტი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშს წარადგენენ.

გორის "დემოკრატიის სკოლაში" ღონისძიება ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოსა“ და „აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EEჩMD)“ თანამშრომლობით ტარდება. 

ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2014 წელს გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით სისტემური რეფორმების გატარებას ითვალისწინებს. სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ აქტიურად ხორციელდება. ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მოწვევით მომხსენებლები ოთხი ძირითადი თემის ირგვლივ ისაუბრებენ იმ მნიშვნელოვანი მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ, რაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება.

შეხვედრა 20 მარტს, 11:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრის დღის წესრიგი:

  • 11:00 – 11:10 მისალმება: 

ნინო ხითარიშვილი - აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EEჩMD)
ვანო ჩხიკვაძე - ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“

  • 11:10 – 11:20 შრომითი უფლებები და სტანდარტები

ლელა გვიშიანი - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

  • 11:20 – 11:30 თანასწორობა

თამარ გოლიჯაშვილი - კავშირი „საფარი“

  • 11:30 – 11:40 კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

ერეკლე ურუშაძე - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

  • 11:40 – 11:50 მართლმსაჯულება

ეკა ციმაკურიძე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

  • 11:50 – 12:50 დისკუსია
  • 12:50 – 13:00 შეჯამება

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. 

 

 

 

 

 

Read 913 times Last modified on Last modified on მარტი 19 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი