ბიზნეს რეესტრის ელექტრონული სერვისების გაცნობის მიზნით მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 07 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სამეწარმეო რეესტრის ახალი ელექტრონული სერვისების გაცნობის მიზნით, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში გაიმართა.

ინფორმაციას ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"გორის საკრებულოს შენობაში შეკრებილ ადგილობრივ მეწარმეებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურებსა და გამარტივებულ ელექტრონულ სერვისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის დანერგილი ინოვაციური სერვისიც გააცნეს, რომლის საშუალებითაც, შპს-ების პარტნიორებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ელექტრონულად შეუძლიათ პარტნიორთა კრებების მოწვევა/ჩატარება და გადაწყვეტილებების მიღება. შეხვედრის მონაწილეებს ელექტრონული ბარათის წამკითხველი სპეციალური მოწყობილობებიც გადაეცათ, რომლითაც ონლაინ სერვისების მოხმარებისას, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებაა შესაძლებელი. ბიზნესით დაინტერესებული პირებისთვის სამეწარმეო რეესტრის ყველა სერვისი ონლაინ არის ხელმისაწვდომი. სარგებლობისთვის მხოლოდ ინტერნეტის ქსელში ჩართული კომპიუტერი და პორტალ my.gov.ge-ზე რეგისტრაცია არის საჭირო. ელექტრონული სერვისები, დროისა და ფინანსების დაზოგვასთან ერთად, დოკუმენტების უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის ხარისხს ზრდის და ადმინისტრაციული რესურსის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს. სამეწარმეო რეესტრის ახალი ელექტრონული სერვისების შესახებ საინფორმაციო კამპანია GIZ-გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, კიდევ რამდენიმე შეხვედრაა დაგეგმილი როგორც დედაქალაქში, ისე ახალციხეში, ქუთაისსა და თელავში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Read 141 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 07 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი