გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 4 მლნ ლარით იზრდება

ოქტომბერი 09 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

წლევანდელის მსგავსად, 2020-შიც შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან ყველაზე მეტ დაფინანსებას გორის მუნიციპალიტეტი მიიღებს. მისი დაფინანსება მომავალ წელს თითქმის 4 მილიონით გაიზრდება.

თუ წელს დღგ-ის 19%-იდან გორს 3.01% და 28 511.0 ათასი შეხვდა, 2020-ში პროცენტი 3.19-მდე, თანხა კი 32,418.8 ათას ლარამდე გაიზრდება.

საქართველოს მთავრობამ, ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსების წესი, ფისკალური დეცენტრალიზაციის მოტივით, გასულ წელს შეცვალა – გააუქმა გათანაბრებითი ტრანსფერი, საშემოსავლო გადასახადი კი სრულად ცენტრალურ ბიუჯეტში მიმართა. ხოლო თვითმმართველობებს დღგ-ის სახით მიღებული შემოსავლების 19%-ის განაწილება დაუდგინა.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უკვე პარლამენტშია. პროექტი, სხვა პარამეტრებთან ერთად, ასევე, განსაზღვრავს, თუ რომელი მუნიციპალიტეტი რა თანხას მიიღებს დღგ-ის 19%-იდან, რომლითაც ცენტრალური ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველობები, უკვე მეორე წელია, ფინანსდებიან.

Read 204 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი