Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 10 ოქტომბერი 2019 13:12

სააგენტო გორის საბავშვო ბაღებს ტელევიზორს ვერ შეუძენს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საბავშვო ბაღში აღსაზრდელთა მშობლები ტელევიზორის შესაძენად თანხის შეგროვების ინიციატივით გამოდიან. ნაწილისთვის ეს მიუღებელია. ზოგიერთი მშობლის აზრით კი, საგანმანათლებლო-შემეცნებითი მასალის ვიზუალიზაცია საბავშვო ბაღებში გორის მერიის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ უნდა უზრუნველყოს.

აღნიშნულ ინიციატივას ორგანიზაციის ხელმძღვანელი პასუხობს და ამბობს, რომ სააგენტო ტელევიზორს ბაღებს ვერ შეუძენს.

რადიო "მოზაიკა" დაინტერესდა, წლის ბოლოს მორჩენილი ეკონომიებიდან რამდენად არის შესაძლებელი ტელევიზორის შეძენა, თუნდაც რამდენიმე ბაღში. აღნიშნულის პასუხად, ლია კოვზიაშვილი ამბობს, რომ სააგენტოს ეს საკითხი გათვალისწინებული არ აქვს.

"ჩვენ საბავშვო ბაღებს ტელევიზორებს ვერ შევუძენთ. საერთოდ სასურველია, დღის განმავლობაში, 20 წუთზე მეტ ხანს არც უყუროს ბავშვმა ეკრანს. ზოგადად, ჩემი ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში თითქმის ყველა ბაღის დარბაზშია ტელევიზორი და ჯგუფებს შეუძლიათ ამით ისარგებლონ. თუ მაინცდამაინც რამდენიმე მშობელს ექნება სურვილი, შეუძლიათ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართონ ან ქველმოქმედების ფორმით მოაგვარონ ეს საკითხი. მე ფულის აგროვების წინააღმდეგი ვარ", - აცხადებს ლია კოვზიაშვილი.

Read 697 times Last modified on ხუთშაბათი, 10 ოქტომბერი 2019 13:43