გორის მერიის შენობაზე "#სირცხვილიას" სტიკერები გააკრეს

ოქტომბერი 10 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან აქცია - პერფორმანსი გამართა.

მეგობრებთან ერთად, მან მერიასთან "#სირცხვილიას" სტიკერები გააკრა და ერთი წლის წინ მომხდარი ინციდენტი გაიხსენა. 

"გორის მერი არის სამარცხვინო. გორი და გორელები ბევრად უკეთეს მერს იმსახურებენ. იმედია, ახლაც დასასვენებლად არ არის წასული და მოგვიანებით არ გააკეთებს განცხადებას. მუდმივად უნდა ახსოვდეს ამ ადამიანს, რომ მისი საქციელი არის სამარცხვინო. რაც შეეხება დღევანდელ აქციას, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გორის მერიის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა ნაგავი დამაყარა თავზე და დღემდე ეს საქმე დასრულებული არ არის, სასამართლოზეც არ ვარ ნამყოფი. ერთადერთხელ გავიგე ადგილობრივი მედიის წარმომადგენლების მხრიდან, რომ სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, ჩამოვედი და დარბაზში არ შემიშვეს", - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ერთი წლის წინ, სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს გორის მერიის ადმინისტრაციის მაშინდელმა უფროსმა თავზე ნაგავი დააყარა. მაქარაშვილი სასამართლომ დაზარალებულად სცნო. მანველიშვილმა კი, საკუთარი განცხადების საფუძველზე, თანამდებობა დატოვა. მანველიშვილის წინააღმდეგ მაშინ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა პროცესი ამ დრომდე არ დასრულებულა. 

Read 282 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი