Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 10 ოქტომბერი 2019 16:59

კვარხეთში იაპონიისგან მიღებული გრანტით შეძენილი ტექნიკის პრეზენტაცია მოეწყო

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთში იაპონიისგან მიღებული გრანტით შეძენილი ტექნიკის პრეზენტაცია მოეწყო.

ღონისძიებას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოსახლეობა ესწრებოდა.

61 000 დოლარი გორის მუნიციპალიტეტმა მძიმე ტექნიკის შესაძენად იაპონიისგან გრანტის სახით მიმდინარე წლის მარტში მიიღო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც მუნიციპალიტეტის სოფლებში აღნიშნული ტექნიკით (ექსკავატორ-დამტვირთველი) განხორციელდება, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახელობის ცხოვრების ხარისხს. მისი საშუალებით მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყოველწლიურად მოეწყობა ახალი სასმელი წყლის სისტემა (8 კმ), გაიწმინდება სარწყავი არხები (8 კმ) და სავარგულებამდე მისასვლელი გზები (8 კმ).

ახლად შეძენილი ტექნიკა ექსპლუატაციის მიზნით გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ - ს "სასმელი წყლების, წყალარინების, მელიორაციის, ჭაბურღილებისა და სატუმბი სადგურების სამსახურს" გადაეცა. ორგანიზაციას დღემდე მსგავსი ტიპის მხოლოდ ერთი ერთეული ტექნიკა ემსახურებოდა. ა(ა)იპ ორი ექსკავატორ-დამტვირთველის საშუალებით მნიშვნელოვნად შეამცირებს ინფრასტრუქტურულ სამუშაოების ხანგრძლივობას და გააუმჯობესებს მის ხარისხს.

პროექტი იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული „ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

Read 458 times