შიდა ქართლის გუბერნატორმა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ტანას ხეობაში უმასპინძლა
შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ელიზაბეთ რუთს ტანას ხეობაში უმასპინძლა.
ამის შესახებ ინფორმაციას, გუბერნატორი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
"მოვინახულეთ თხინალას ჩანჩქერი, ატენის სიონი და შატო ატენი - Chateau Ateni, სადაც ქართლის ღვინოებით გავუმასპინძლდით. ელჩს ჩვენი რეგიონის ტურისტული პოტენციალი გავაცანით. აღსანიშნავია, რომ რეგიონისთვის და ზოგადად, ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოკავშირეობა და თანამეგობრობა. საუბრის ერთ-ერთი თემაც სამომავლო პარტნიორობა და ორი ქვეყნას შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება იყო. ლაშქრობის დასასრულს სტუმარმა შთაბეჭდილებები გაგვიზიარა და აღნიშნა, რომ ტანას ხეობა მისთვის აღმოჩენა იყო და ეს არ იქნება მისი ბოლო ვიზიტი შიდა ქართლში", - წერს გიორგი ხოჯევანიშვილი
Latest from რადიო მოზაიკა
- გორში, ჭალის დასახლებაში საფეხბურთო სკოლის აშენებას გეგმავენ
- გორელები ტაქსის მძღოლების მოთხოვნას ტარიფის გაზრდაზე ეწინააღმდეგებიან
- ტაქსების მძღოლების პროტესტის პარალელურად ოფისების ხელმძღვანელებიც იკრიბებიან
- გორში, ტაქსის მძღოლები აქციას მართავენ
- დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს გორის სტადიონმა უმასპინძლა