Back to Top
ორშაბათი, 19 მარტი 2018 16:40

გუბერნატორი თურქეთში "დილას" სამწვრთნელო შეკრებაზე მივლინებით იმყოფებოდა

Rate this item
(0 votes)

გორის „დილას“ მიწვევით შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე მივლინებით თურქეთში იმყოფებოდა -  ინფორმაცია ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" გუბერნიის ადმინისტრაციიდან მიაწოდეს. 


კახა სამხარაძე, თურქეთში, 2018 წლის 10 თებერვლიდან და 12 თებერვლის ჩათვლით, სამწვრთვნელო შეკრების ფარგლებში იყო. 


შიდა ქართლის გუბერნიის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სამხარაძემ და საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელობამ სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 


გუბერნიის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გუბერნატორს მივლინების ხარჯები  (208.59 ლარი) აუნაზღაურდა

Read 1774 times