მაკრახიძე: გორის ცენტრში ბინებს ჩემი შვილი აშენებს
გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ გორის ცენტრში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
მისი ინფორმაციით, პროცესი ნორმალური გრაფიკით მიმდინარეობს და გორის მუნიციპალიტეტის ადმინიტრაციული შენობის უკან ბინების მშენებლობა აპრილის ბოლოთვის დასრულდება. დეპუტატის განმარტებით, მულტიფუნქციური ობიექტი მის შვილს ოფელია მაკრახიძეს ეკუთვნის.
,,მშენებლობა აპრილის ბოლოს დასრულდება. 36 საცხოვრებელ ბინაზეა ეს ობიექტი გათვლილი და ის ჩემი შვილის კომპანიაზეა რეგისტრირებული. მე უბრალოდ ინტერესის მიზნით მივედი ადგილზე და ვნახე, როგორ მიდის სამუშაოები. მე ძირითადად გზებზე ვარ, მაგრამ ახლა, რაც პარლამენტარი გავხდი, აღარც გზებზე აღარ ვმუშაობ“, - განაცხადა დეპუტატმა.
რადიო ,,მოზაიკამ“ გაარკვია, რომ კომპანია, რომელსაც აღნიშნული მშენებარე ობიექტი ეკუთვნის შპს "ემ ეს ჯი"-ა. მისი 100%-იანი წლის მესაკუთრე კი გორის მაჟორიტარი დეპუტატის შვილი, ოფელია მაკრახიძეა. შესაბამისი დოკუმენტაცია საჯარო რეესტრში მიმდინარე წლის იანვარშია განახლებული. გარდა "ემ ეს ჯი"-სა, დეპუტატის შვილის სახელზე კიდევ სამი კომპანია ფიქსირდება - შპს ,,იბოლია“-ში მას 15%-აქვს, შპს ,,მათა“-ში-50%, შპს ,,იონი“ში-65%.
Latest from რადიო მოზაიკა
- გორში, ჭალის დასახლებაში საფეხბურთო სკოლის აშენებას გეგმავენ
- გორელები ტაქსის მძღოლების მოთხოვნას ტარიფის გაზრდაზე ეწინააღმდეგებიან
- ტაქსების მძღოლების პროტესტის პარალელურად ოფისების ხელმძღვანელებიც იკრიბებიან
- გორში, ტაქსის მძღოლები აქციას მართავენ
- დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს გორის სტადიონმა უმასპინძლა