Back to Top
ხუთშაბათი, 17 ოქტომბერი 2019 10:58

გორში ბავშვის უფლებათა კონვენციისა და მისი იმპლემენტაციის შესახებ შეხვედრა გაიმართა

Rate this item
(0 votes)

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის "გადავარჩინოთ ბავშვები" ინიციატივით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვები და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე გორის რესურსცენტრისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრა წარმოადგენდა ბავშვთა უფლებების საერთაშორისო კონვენციის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მეორე ეტაპს.

პირველ ეტაპზე, მოხდა შერჩეული 14-17 წლის ბავშვების გადამზადება ბავშვთა უფლებების საერთაშორისო კონვენციის არსისა და სახელმწიფოს მიერ მის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებთან, ასევე სამოქალაქო აქტივიზმთან დაკავშირებით. ტრენინგების შედეგად ბავშვებმა მოახდინეს ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, რომელთა შორისაა ბავშვთა უსაფრთხოების საკითხები კიბერსივრცეში, ადგილობრივ ინფრასტრუქტურასა და ტრანსპორტთან დაკავშირებული გამოწვევები და სპეციალისტების (ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკებისა და სპეცმასწავლებლების) ნაკლებობა სკოლებში. სამუშაო შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ბავშვების საინიციატივო ჯგუფის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემებსა და მათ მოგვარებაზე მსჯელობა .

ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა მოისმინეს ბავშვების მიერ მომზადებული ინფორმაცია და იმუშავეს სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვაზე ადგილობრივ დონეზე დასახელებული გამოწვევების გადასაჭრელად. აღსანიშნავია, რომ ნოემბრის დასაწყისში მსგავსი შეხვედრა ასევე გაიმართება თბილისში, შესაბამის უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით.

Read 545 times Last modified on ხუთშაბათი, 17 ოქტომბერი 2019 11:05