გორში მამამ 16 წლის შვილი სცემა

ოქტომბერი 17 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში, მამამ თავის არასრულწლოვან შვილს სახეში ხელი დაარტყა და მუცელში სანათი ჩაარტყა, რის შემდეგაც ოჯახის სხვა წევრს სავარცხელი მოარტყა სახეში.

იგივე პიროვნება 3 დღის შემდეგ, დაახლოებით 15 საათზე, გორში, ცხინვალის გზატკეცილის №5-ში მდებარე სასურსათო მაღაზიაში, შელაპარაკების გამო მოქალაქე თ.გ-ს დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

აღნიშნული პიროვნების მიმართ სისხლის სამართალი საქმისწარმოება დაიწყო. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღსანიშნავია, რომ პიროვნება, რომელმაც შვილზე ფიზიკურად იძალადა და მუქარა განახორციელა სხვა ადამიანზე, წარსულში იყო ნასამართლევი.

იგი 2017 წლის იანვრიდან 2019 წლამდე იხდიდა სასჯელს დიდი ოდენობით და არაერთგზის ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გადაგზავნისთვის.

Read 465 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი