ვახტანგაშვილი: რუსეთი ქართველი და ოსი ხალხის დაახლოებას ებრძვის

მარტი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"გახსოვთ ალბათ რა ფუნქცია ჰქონდა ერგნეთის ბაზარს. გარდა იმისა, რომ იქ სხვადასხვა პროდუქტი იყიდებოდა, ხალხი ერთმანეთს ხვდებოდა, ელაპარაკებოდა და ურთიერთობები ჰქონდათ. ახლა შეგვიძლია, ვთქვათ, რომ იგივე ფუნქციას ითავსებს ახალგორი, რადგან ეს ერთადერთი გზაა, რომლითაც სურსათ-სანოვაგე საქართველოდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე შედის", - განაცხადა სოსო ვახტაგაშვილმა "მოზაიკას" ყოველკვირეულ გადაცემაში "თვითმმართველობის დრო.

ყოფილი პარლამენტარის თქმით, ქართულ-ოსურ ურთიერთობებს ტატუნაშვილის სიკვდილი დააზარალებს.

"ჩვენ ვიცით, რომ ტატუნაშვილსაც ჰქონდა სავაჭრო ურთიერთობები ოკუპირებულ ტერიტორიაზე.ჩემი აზრით, რუსეთიც ხედავს იმას, რომ ქართველ და ოს ხალხს ერთმანეთთან ურთიერთობა შეუძლიათ. შესაბამისად, ეს იყო პროვოკაციული ქმედება მათი მხრიდან. სამწუხარო ის არის, რომ შესაძლოა ამ ამბავმა ოს და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობების ქონის ეს გზა, სავაჭრო ურთიერთობებს ვგულისხმობ, საფრთხის ქვეშ დააყენოს". ვახტანგაშვილის ვარაუდით, რუსეთმა ტატუნაშვილი მისი წარსული საქმიანობის გამო "აირჩია". "ტატუნაშვილი ადრე იყო ძალოვანი უწყების წარმომადგენელი. შესაბამისად, მარტივი იყო ხალხის დარწმუნება იმაში, რომ ის ანტიოსურ ქმედებებში იყო ჩართული. მგონია, რომ სწორედ ამიტომ მოკლეს ტატუნაშვილი და არა - სხვა", - განმარტა ყოფილმა დეპუტატმა.

 

მისი თქმით, რუსეთი ქართულ მხარეს იქამდე არ გადმოსცემს ცხედარს, სანამ ძალადობის კვალის აღმოჩენის ალბათობა იარსებებს.

Read 1389 times Last modified on Last modified on მარტი 19 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი