Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 18 ოქტომბერი 2019 12:45

გორში მამაკაცი უფასოდ მგზავრობის მიზნით, ტაქსის მძღოლს იარაღით დაემუქრა

Rate this item
(0 votes)

გორში მამაკაცი მგზავრობის საფასურისგან თავის არიდების მიზნით, ტაქსის მძღოლს იარაღით დაემუქრა.

როგორც რადიო "მოზაიკასთვის" გახდა ცნობილი, ერთ-ერთმა პიროვნებამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნიდან ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისამდე, ტაქსით იმგზავრა. შემდეგ კი გორის ცენტრში დაბრუნდა. მაშინ როდესაც, ტაქსის მძღოლმა მამაკაცს მგზავრობის საფასური 40 ლარის ოდენობით მოსთხოვა, მგზავრი მას მოკვლით დაემუქრა და მანქანიდან თანხის გადახდის გარეშე გადავიდა.

საქმე გორის რაიონულმა სასამართლომ განიხილა -  ტაქსის მძღოლი მამაკაცსა მუქარასა და თანხის გადაუხდელობას ედავებოდა. 

სასამართლომ ტაქსის მძღოლისთვის მიყენებული ზიანის გამო, მამაკაცს ერთლიანი პირობითი სასჯელი 2 წლის გამოსაცდელი ვადით მიუსაჯა და ტაქსის მძღოლისთვის აღნიშნული 40 ლარის გადახდა დააკისრა.

ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და მგზავრობის საფასურიც გადაიხადა.

აღსანიშნავია, რომ პიროვნება, რომელმაც აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა სოციალურად დაუცველია.

Read 2523 times Last modified on პარასკევი, 18 ოქტომბერი 2019 12:58