მეუფე ანდრიას ეპისკოპოსად კურთხევიდან 21 წელი შესრულდა

ოქტომბერი 18 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია 21 წელია ეპისკოპოსია. 

მიტროპოლიტი ანდრია, ერისკაცობაში ამირან გვაზავა, 1968 წლის 24 აპრილს, ქალაქ სოხუმში დაიბადა პედაგოგების, ანატოლი გვაზავასა და ნინო არაჰამიას ოჯახში.

სოხუმის XI საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა სამხედრო სასწავლებელში, ხარკოვის საავიაციო-საინჟინრო ინსტიტუტში განაგრძო, რომელიც ჯანმრთელობის გამო ვერ დაასრულა და 1988 სოხუმში დაბრუნდა, სადაც სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა და დაასრულა 1994 წელს.

მის მიერ ეკლესიის სწავლების გაცნობა და ეკლესიური ცხოვრების დაწყება 1988-1989 წლებიდან იწყება, რაც ასევე ოჯახის წევრების, ძმის მეუღლის – მარინა ამაღლობელის დახმარებით მოხდა. 

1998 წლის 18 ოქტომბერს, წმ. გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს, წმიდა სინოდის განჩინების შესაბამისად ხელდასხმულია საგარეჯოსა და გურჯაანის ეპისკოპოსად.

2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მღვდელმთავარი ანდრია ერთადერთი უმაღლესი ოფიციალური პირი იყო, რომელმაც არ დატოვა ქალაქი და ბოლომდე ცდილობდა დარჩენილი მოსახლეობის გამხნევებას. ის პირველი ჩაუდგა სათავეში და პირადად ხელმძღვანელობდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარულ მისიების განხორციელებას. აქტიურად იყო ჩართული ტყვედ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების და დაღუპული მეომრების გადმოსვენების საქმეში, რისთვისაც 2008 წლის 16 სექტემბერს საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო წმ. ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი ებოძა.

Read 980 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი