Back to Top
შაბათი, 19 ოქტომბერი 2019 15:23

გორელი მასწავლებელი ისტორიის საუკეთესო პედაგოგთა ხუთეულშია

Rate this item
(0 votes)
ლელა კაკაშვილი, საქართველოს მასშტაბით, ისტორიის საუკეთესო მასწავლებლების ხუთეულშია.
ლელა კაკაშვილი გორის N9 საჯარო სკოლაში ისტორიას ასწავლის. ასევე მოწვეული პედაგოგია გორის სასწავლო უნივერსიტეტში. გარდა ამისა, არის ტექნოლოგიების ექსპერტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში.
"ჩემი პროფესიული კრედო ებრაულ ანდაზას ეფუძნება - ბევრი რამ ვისწავლე ჩემი მასწავლებლებისაგან, კიდევ უფრო მეტი - ჩემი ამხანაგებისაგან, მაგრამ ყველაზე უფრო მეტი - ჩემივე მოწაფეებისაგან", - ამბობს კაკაშვილი.
ხუთეულის გამარჯვებული 23 ოქტომბერს გამოვლინდება.
როგორც ცნობილია, კონკურსის ინიციატორია კოალიცია „განათლება ყველასათვის საქართველო“ და ხორციელდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით.
Read 3687 times Last modified on შაბათი, 19 ოქტომბერი 2019 19:50