Back to Top
შაბათი, 19 ოქტომბერი 2019 19:53

"მეგობრები მეგობრებისთვის" გორში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

Rate this item
(0 votes)

22 ოქტომბერს, 19:00 საათზე, გორში, გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.

მასში მონაწილეობას მიიღებენ: 

გიორგი სუხიტაშვილი
თორღვა 
კანუდოსი
ლენა ქისიშვილი
და ირაკლი მურუსიძე.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გურამ დგებუაძის თქმით, კონცერტი მეგობრის ოჯახის წევრის დასახმარებლად ტარდება.

"აქციასაც ასე ჰქვია - "მეგობრები მეგობრებისთვის". ჩვენი მეგობრის დედას აქვს მე-4 სტადიის სიმსივნე და სჭირდება ძვირადღირებული მკურნალობა", - ამბობს გურამ დგებუაძე.

ბილეთის ფასი 5 ლარია.

ბილეთები გაიყიდება კარზე, თუმცა დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლებელია საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორებთან დაკავშირებაც.

Read 838 times Last modified on კვირა, 20 ოქტომბერი 2019 15:25