Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი 2019 15:21

მიუსაფარ ცხოველებს ვეტერინარული პროცედურებისთვის ახალციხიდან გორში ჩამოიყვანენ

Rate this item
(0 votes)

ახალციხის მუნიციპალიტეტმა გორის ცხოველთა თავშესაფართან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც მიუსაფარ ძაღლებს კასტრაცია - სტერლიზაცია გორში ჩაუტარდებათ, შემდეგ კი ისევ ახალციხეში დააბრუნებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, იქამდე, სანამ სამცხე-ჯავახეთის ინტერმუნიციპალური პროექტი განხორციელდება და ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყება, ძაღლებს კასტრაცია სტერილიზაციის პროცესს გორში ჩაუტარებენ:

"ასე შევთანხმდით, დავიჭერთ და რამდენიმე დღე ჩვენთან მოვათავსებთ ძაღლებს. შემდეგ, კვირაში ერთხელ ან ორჯერ წავიყვანთ აქედან, იქ დამუშავდება და უკვე დავაბრუნებთ ამ ცხოველებს უკან. ასე მონაცვლეობით შევეცდებით, რომ ეს საკითხი მოვაგვაროთ“, - ამბობს ახალციხის მერი.

ინფორმაციისთვის, ინტერმუნიციპალური თავშესაფრის აშენება გორშიც იგეგმება. შესაბამისი პროექტი შპს-მ "კოლოსი" შეიმუშავა. თავშესაფრის მშენებლობაზე ტენდერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა.

Read 301 times