გორი ჩინეთის ქალაქ იუნფუს დაუმეგობრდა

ოქტომბერი 24 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორი ჩინეთის ქალაქ იუნფუს დაუმეგობრდა.

დაძმობილების დოკუმენტს ხელი ქალაქ იუნფუს მერმა ვან შენმა და გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მოაწერეს. შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას სამეცნიერო, ეკუნომიკურ, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში.

გორის მერიის ინფორმაციით, დაძმობილების ინიციატივა ჩინეთის ქალაქ იუნფუს ხელმძღვანელობას ეკუთვნის.

"ქალაქ იუნფუს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის გადაწყვეტილება საქართველოში ერთ-ერთი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩვენი ქალაქის დაათვალიერეს შემდეგ მიიღეს. მათ თანამშრომლობის დოკუმენტის გასაფორმებლად გორის მერი ჩინეთში მიიწვიეს. კონსტანტინე თავზარაშვილი ჩინეთში 5 დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა", - ვკითხულობთ მერიის განცხადებაში.

შეთანხმების ფარგლებში, გუნდიანის პროვინციის ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები გორს ოფიციალური ვიზიტით 26 ოქტომბერს ესტუმრებიან.

Read 236 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი