უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიება-გადმოსვენებისთვის სპეციალური კომისია შეიქმნა

ოქტომბერი 24 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მთავრობამ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისია შექმნა, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, კომისიაში 10 სხვადასხვა უწყება გაწევრიანდება და მისი მთავარი ამოცანა იქნება ინტენსიური და კოორდინირებული მუშაობის წარმართვა 2300 უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ადგილსამყოფელის თუ სამარხის დასადგენად.

„მაქვს ერთი სიახლე, მთავრობის დღევანდელი სხდომიდან - საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შეიქმნა შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათშორისი კომისია, სადაც შედის ათი სხვადასხვა უწყება, რომელიც ჩართულია ამ ძალიან მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ პროცესში. ინფორმაციისათვის გეტყვით, რომ 1990-იანი და 2008 წლის შეირაღებული კონფლიქტების შედეგად, დაკარგულად ითვლება 2500-მდე ადამიანი. 2010 წლიდან წითელი ჯვრის ეგიდით ფუნქციონირებს ორი მექანიზმი, ორმხრივი: ქართულ-აფხაზური და სამმხრივი ქართულ- რუსულ ოსური მექანიზმი, რომელთა ფარგლებში დღემდე მოხერხდა 187 სამარხის გახსნა და და იდენტიფიცირებული იქნა 178 პირი და მათი ნეშტები დაუბრუნდა ოჯახებს. თუმცა, საერთო ციფრს თუ შევადარებთ, ცხადია აშკარა ხდება, რომ 2300 ადამიანი კვლავ რჩება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, რაც არის ძალიან დიდი ციფრი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულად ვთვლით თავს, რომ კიდევ უფრო ეფექტური გახდეს ჩვენი მუშაობა, რა თქმა უნდა, წითელ ჯვართან ერთად, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს ამ პროცესში", -აღნიშნა ციხელაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, ამ კომისიის ამოცანაა მთავრობამ ინტენსიურად და მაქსიმალურად კოორდინირებულად წარმართოს პროცესი.

"წითელი ჯვრის მიმდინარე პროექტის ფაზა 2021 წლის ბოლომდე გრძელდება და გვინდა, ეს პერიოდი გამოვიყენოთ მაქსიმალურად. ყველას მოვუწოდებთ, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია გააჩნია შეირაღებული კონფლიქტების დროს უგზო-უკვალოდ დაკარგულთა ადგილსამყოფელის შესახებ ან თავად ჰყავს ასეთი ოჯახის წევრი და ჯერ არ განუცხადებია, მიმართოს კომისიას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს არის ცალსახად და მხოლოდ ჰუმანიტარული პროცესი, რომელიც ემსახურება დაკარგული პირების ბედის დადგენას. ოჯახებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, როდესაც მათ წლების ლოდინის შემდეგ გარკვეული აქვთ ახლობლის ბედი იმ მძიმე შემთხვევაშიც კი, როდესაც საქმე უკავშირდება მათი გარდაცვალების ფაქტის დადგენას და ნეშტების გადაცემას“, - განაცხადა მინისტრმა.

Read 146 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი