გორის მერი: მნიშვნელობა არ აქვს, მაკრახიძის კომპანია შეასრულებს სამუშაოებს თუ სხვა

მარტი 20 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დღეს ნინოშვილსა და სამების ქუჩების დათვალიერებისას, გორის მერს არ დაუსახელებია კომპანიები, რომლებიც აქ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებენ. ამის შესახებ კონსტანტინე თავზარაშვილს საუბარი მხოლოდ რადიო ,,მოზაიკას“ კითხვის შემდეგ მოუწია.

სახელმწიფო შესყიდვების სააგნტოს მონაცემებით, ნინოშვილის ქუჩაზე სამუშაოებს შპს "შარა" ასრულებს, რომელსაც გორის მერია 894 773 ლარის ღირებულების ხელშეკრულებას უფორმებს. სამების ქუჩის რეაბილიტაციას კი, 590 000.00 ლარად, შპს "იბოლია" უზრუნველყოფს. ტენდერში გამარჯვებული ორივე კომპანია გორის მაჟორიოტარ დეპუტატს, იოსებ მაკრახიძეს უკავშირდება.

შპს შარა-ში დეპუტატის მეუღლე 33%-იამნ წილს ფლობს, შპს ,,იბოლია“ კი 40%-იანი წილით თავად დეპუტატს ეკუთვნის, რომელიც სამართავად, დეპუტატობიდან რამდენიმე თვეში, გოდერძი მიქავას გადააბარა. ამავე კომპანიაში პარლამენტარის შვილები ოფელია და მარიანა მაკრახიძეები 15-15%-იან წილს ფლობენ. 

გორის მერი აღნიშნულ გარემოებაში რაიმე შეუთავსებლობას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ დეპუტატის სახელთან დაკავშირებულ კომპანიებთან თანამშრომლობა კანონის სრული დაცვით ხდება.

,,იბოლია" აღარ ეკუთვნის იოსებ მაკრახიძეს, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ შეასრულებს სამუშაოებს. მთავარია, რომ ჩვენ მივიღოთ ის შედეგი, რაზეც ვთანხმდებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხიანად შერულებული სამუშაოები და არა - ის, თუ ვისი კომპანია გაიმარჯვებს ტენდერში“, - აცხადებს გორის მერი

Read 2009 times Last modified on Last modified on მარტი 20 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი