Back to Top
პარასკევი, 25 ოქტომბერი 2019 12:02

გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომლები პოლონეთში იმყოფებოდნენ

Rate this item
(0 votes)

სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომლები სამუშაო ვიზიტით, პოლონეთის ქალაქ პოზნანის არქეოლოგიურ მუზეუმში, იმყოფებოდნენ, სადაც გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის წარმომადგენლებმა წარადგინეს მოხსენებები და პრეზენტაციები თემებზე: ეთნოლოგია, არქეოლოგია, ხელნაწერი წიგნები და სასწავლო - შემეცნებითი პროგრამები.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორ მხარეს - ქ. პოზნანის და ქ. გორის მუზეუმებს შორის შედგა სიტყვიერი ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება, ასევე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება. სამომავლოდ კი დაგეგმილია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება პოლონეთის ქ. პოზნანის არქეოლოგიურ მუზეუმსა და ქ. გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს შორის.

Read 566 times