ქუჩების რეაბილიტაცია და პარლამენტარის ოჯახის სარგებელი

მარტი 20 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში ორი ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. დღეს სამუშაოები ქალაქის მერმა დაათვალიერა. 

გორის მერმა ნინოშვილისა და სამების ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. კონსტანტინე თავზარაშვილი ადგილზე მყოფ მუშებსა და რამდენიმე ადგილობრივსაც გაესაუბრა. წლებია, აღნიშნული ქუჩები არ რეაბილიტირებულა.

ამავე თემაზე: გორში ნინოშვილისა და სამების ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო

„ჩვენს ქალაქში ქუჩების რეაბილიტაცია ნინოშვილისა და სამების ქუჩებიდან დაიწყო, ამ ქუჩებზე დიდი ხანია კაპიტალური სამუშაოები არ ჩატარებულა, იმედი გვაქვს, რომ დროულად მოხდება სამუშაოების დასრულება“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

მერის თქმით, ქალაქში ქუჩების რეაბილიტაცია ეტაპობრივად მოხდება. „იბოლიას“ დირექტორის თქმით, სამების ქუჩის სრული მოწესრიგება სამ თვეში უნდა დასრულდეს:

„პროექტით გათვალისწინებულია სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია, ასევე ბორდიურების მოწესრიგება და ტროტუარებზე საფარის განახლება", - თქვა დავით გოდერძილმა. 

მიმდინარე სამუშაოებზე მედიასთან საუბარი ადგილობრივების უმრავლესობას არ სურდა. იმ ადამიანებმა კი, ვინც კომენტარის გაკეთება ისურვეს, თქვეს რომ სავალი გზის მოწესრიგებას წლები ელოდნენ.

„ყოველი წვიმის დროს გუბეები ჩდებოდა და გადაადგილებაში ხელს გვიშლიდა, გვიკივირდა აქამდე რატომ არ ხდებოდა ამ ქუჩის მოწერიგება“, - გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ninoshvilis da tbilisis quchebis reabilitacia

 

კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში დაიწყება თბილისისა და გოგებაშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე სადგურის დასახლებაში რამდენემე ქუჩის მოწესრიგება იგეგმება. ქალაქის მერმა სამეფოს ქუჩაზე მასშტაბური პროექტის განხორციელება დაანონსა, რომლის ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩაზე სავალი გზის მოწესრიგების გარდა , არსებული შენობების რეაბილიტაციაც მოხდება.

 

 

ვინ ასრულებს სამუშაოებს?

 

xelSekruleba ninoshvilis da samebis quchebis reabilitaciaze

xelSekruleba ninoshvilis da samebis quchebis reabilitaciaze 1

 

გორის მერს, დღეს ნინოშვილსა და სამების ქუჩების დათვალიერებისას, არ დაუსახელებია კომპანიები, რომლებიც  გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებენ. ამის შესახებ კონსტანტინე თავზარაშვილს საუბარი მხოლოდ რადიო ,,მოზაიკას“ კითხვის შემდეგ მოუწია.

სახელმწიფო შესყიდვების სააგნტოს მონაცემებით, ნინოშვილის ქუჩაზე სამუშაოებს შპს „შარა“ ასრულებს, რომელსაც გორის მერია 894 773 ლარის ღირებულების ხელშეკრულებას უფორმებს. სამების ქუჩის რეაბილიტაციას კი 590`000.00 ლარად შპს „იბოლია“ უზრუნველყოფს.

ტენდერში გამარჯვებული ორივე კომპანია გორის მაჟორიოტარ დეპუტატს, იოსებ მაკრახიძეს უკავშირდება. შპს „შარა“-ში დეპუტატის მეუღლე 33%-იამნ წილს ფლობს, შპს ,,იბოლია“ კი 40%-იანი წილით თავად დეპუტატს ეკუთვნის, რომელიც სამართავად დეპუტატობიდან რამდენიმე თვეში გოდერძი მიქავას გადააბარა. ამავე კომპანიაში პარლამენტარის შვილები ოფელია და მარიანა მაკრახიძეები 15-15%-იან წილს ფლობენ.

ამავე თემაზე:  გორის მერი: მნიშვნელობა არ აქვს, მაკრახიძის კომპანია შეასრულებს სამუშაოებს თუ სხვა

გორის მერი აღნიშნულ გარემოებაში რაიმე შეუთავსებლობას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ დეპუტატის სახელთან დაკავშირებულ კომპანიებთან თანამშრომლობა კანონის სრული დაცვით ხდება.

 

დეპუტატი და სახელმწიფო ტედენერები

ioseb makraxiZe

რადიო "მოზაიკა" გორის მაჟორიტარ დეპუტატს ამ საკითხზე 22 თებერვალს ესაუბრა. მაშინ იოსებ მაკრახიძემ განაცხადა, რომ მის მიერ დაფუძნებული კომპანიები სახელმწიფო ტენდერებში აქტიურად მიიღებდნენ მონაწილეობას. 

ამავე თემაზე:  სახელმწიფო ტენდერებში დეპუტატი მის მიერ დაფუძნებული კომპანიების აქტიურ მონაწილეობას აანონსებს

,,გორში ასეთი სამი ფირმა მუშაობს, 600 კაცია დასაქმებული და ამდენ ხალხს უმუშევარს ხომ არ დატოვებენ. გორში ჯერ ტენდერი არ გამოცხადებულა. ყველგან მიიღებენ მონაწილეობას ეს კომპანიები, აბა როგორ. ქუჩებია მოსაწესრიგებელი, ინფრასტრუქტურული სამუშაოებია შესასრულებელი და ვნახოთ“, - აცხადებდა იოსებ მაკრახიძე.

 

 

 

 

Read 1114 times Last modified on Last modified on მარტი 20 2018
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი