Back to Top
ორშაბათი, 28 ოქტომბერი 2019 12:07

არა ოკუპაციას! - ცხინვალის თეატრი კონფლიქტის ზონაში სპექტაკლებით ჩავიდა

Rate this item
(0 votes)

„არა სეპარატიზმს! არა ძალადობას! არა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას!“, - ასე გამოეხმაურა ცხინვალის თეატრი ოკუპაციის პრობლემას და საოკუპაციო ზოლზე ოთხი სპექტაკლიგამართა.

"21 ოქტომბერს, სოფელ ატოცში, ღია ცის ქვეშ – სპექტაკლი ”ჯაყო” დიდი კლასიკოსის მიხეილ ჯავახიშვილის რომანის ”ჯაყოს ხიზნების” მიხედვით.დავდგით. წარმოდგენა ასევე გაიმართა სოფელ დვანში (22 ოქტომბერს), სოფელ ზემო ნიქოზში (23 ოქტომბერს) და სოფელ არბოში (24 ოქტომბერს). სპექტაკლებზე დასწრება ყველას თავისუფლად შეეძლო", - აცხადებენ ცხინვალის თეატრში. 

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში წარმოდგენები სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, საპარლამენტო უმრავლესობის აპარატის მხარდაჭერით შედგა.

Read 190 times