Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 28 ოქტომბერი 2019 13:01

გორში ყოფილმა ქმარმა ცოლი კედელს მიანარცხა

Rate this item
(0 votes)
გორში, ყოფილმა ქმარმა ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით კედელზე მიანარცხა და მოკვლით დაემუქრა.
საქმე მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა განიხილა.
"დაახლოებით 00:10 საათზე, შელაპარაკებისას, მთვრალმა გ.ზ-მ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ყოფილი მეუღლე მ.ბ მიაჯახა კედელს, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, გ.ზ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში", - ირკვევა საქმის მასალებიდან.
აღსანიშნავია, რომ დაზარალებული ყოფილი მეუღლის დასჯას არ ითხოვდა. მისი სურვილი მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოწერა იყო.
შემთხვევის შესწავლის შემდეგ, მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა ბრალდებულს 2 წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა.
Read 1200 times