ნარჩენების კერად ქცეული მდინარეები და მოსალოდნელი საფრთხე

მარტი 20 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მდინარეთა ნაპირები სტიქიურ ნაგავსაყრელებად იქცა. ვითარება კიდევ უფრო საგანგაშოა სოფლებშია. 

სოფელ ქიწნისის მოსახლეობა ამინდის გაუარესებას შიშით ელოდება. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლის ცენტრში, მდინარის კალაპოტი იმდენად დაბინძურებულია, რომ შესაძლოა, ამოივსოს და მიმდებარე სახლები დატბოროს.

ამ თემაზე რადიო "მოზაიკა" ქიწნისში მცხოვრებ გოგიტა ცოტნიაშვილსა და მედეა ილურიძეს ესაუბრა. მათი თქმით, მდინარე ჭარებულა ბოლო 10 წლის განმავლობაში არ გაწმენდილა. მეტიც, ქიწნისში ნაგვის ურნები არ დგას და მოსახლეობა ნარჩენებს მდინარის სიახლოვეს ყრის.

ამავე თემაზე: გორის მუნიციპალიტეტის 35 სოფელში ნაგვის ურნები შეტანილი არ არის  

"წვიმები რომ დაიწყოს, უკვე ხალხი იმის მოლოდინშია, რომ პადვლები უნდა გაგვევსოს წყლით. მდინარის კალაპოტი არის სულ ამოვსებული. ნაგავიც ყრია და თან დიდი ხანია არ გაწმენდილა. ეს მდინარე რომ მოვარდება და წამოიღებს ამ ნაგავს, სოფლის ცენტრში, ხიდთან გროვდება, გადმოდის წყალი და ზოგს პადვლები ევსებათ და ზოგს ნათესები უფუჭდებათ", - გვითხრა გოგიტამ. 

"სკოლასთან მდებარეობს ეს მდინარე და საფრთხე არის ორმაგი. სიცხეში აუტანელი სუნი დგება და ამან შეიძლება გამოიწვიოს მოსახლეობის ინტოქსიკაცია. გარდა ამისა, ამ ადგილზე ჩადიან ბავშვები გაკვეთილების მერე და ნაგავში იქექებიან", - გვითხრა მედეამ.

ჭარებულა არ არის ერთადერთი მდინარე, რომლის ნაპირებიც დაბინძურებულია. ქალაქის ტერიტორიაზე 10-მდე მდინარე მიედინება. მდგომარეობა თითქმის ყველგან იდენტურია. წყალში ჩაყრილია საყოფაცხოვრებო ნარჩენები, პირდაპირ მდინარეშია ამოსული ნერგები, რომლების არ იკაფება. ერთ-ერთი ასეთი მდინარე ლიახვია. მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა კალაპოტის გასუფთავებასთან ერთად ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებასაც ითხოვს.

 

 "ეს კალაპოტი ნელ-ნელა უერთდება იმ ტერიტორიას, სადაც დასახლებული პუნქტია. ანუ გადმოდის ნელ-ნელა მდინარე და ჭამს ნაპირს", - ამბობს ლევან ბაგრი. 

მდინარეების კალაპოტები გასულ წელს გორის მერიამ შეისწავლა და მონაცემები რეგიონული განვითარების სამინისტროსთან არსებულ, ნაპირდაცვის სამსახურს გადაუგზავნა. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყველაზე რთულ მდგომარეობაში არსებული 2 მდინარე შეარჩიეს - ლიახვსა და მეჯუდას მიმდინარე წელს გაასუფთავებენ.

stiqiuri nagavsayreli gorshi liaxvis mimdebared

ნაპირდაცვის სამსახურის ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შერჩეულ მდინარეებზე უკვე დადებულია დასკვნა. წელს მხოლოდ კალაპოტების გაწმენდა იგეგმება. 2019 წელს კი, ლიახვის ნაპირს გაამაგრებენ.

როდის დაიწყება სოფლის მდინარეების გასუფთავება, უცნობია. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ ეტაპზე ისიც არ იცის, თუ როდის დაიწყება სტიქიური ნაგავსაყრელების ლიკვიდაცია.

 

Read 941 times Last modified on Last modified on მარტი 20 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი