გორში, კიბერუსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია გაიმართა

ნოემბერი 04 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში, ცნობიერების ამაღლების კამპანია გაიმართა, რომელიც მოიცავდა საკითხებს კიბერუსაფრთხოების, ჰიგიენის, შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში დისკრიმინაციის, საგადასახადო კოდექსის, შრომითი უფლებებისა და დასაქმებულთა უფლებების შესახებ.

კამპანია, გორის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მოეწყო, რომელსაც სტუდენტები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ. 

"​2018 წლის თებერვლიდან ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ ახორციელებს რეგიონალურ პროექტს “ევროკავშირი ახალგაზრდებისათვის: უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისთვის“, აღმოსავლეთის პარტნიორობის სამ ქვეყანაში - სომხეთი, საქართველო და უკრაინა. აღნიშნული 2 წლიანი პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ პროგრამა „ევროკავშირი ახალგაზრდებისათვის“ ფარგლებში. საქართველოში, ორგანიზაციის "გადავარჩინოთ ბავშვები" პროექტის  განმახორციელებელი პარტნიორია "ახალგაზრდობის სააგენტო". პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ქალებისა და მამაკაცებისთვის სამეწარმეო კომპეტენციების განვითარებას, არაფორმალურ განათლების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობისა და მათი დასაქმების უნარიანობის ზრდას." 

 

ცნობიერების ამაღლების კამპანია შიდა ქართლში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების: საზოგადოება „ბილიკი“ და შიდა ქართლის სამოქალაქო ფორუმის ინიციატივით, პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისათვის: უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში განხორციელდა. 

Read 573 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი