Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 06 ნოემბერი 2019 14:04

ევროპარლამენტარები ირაკლი ოქრუაშვილს ივანიშვილის პირად პატიმრად მიიჩნევენ

Rate this item
(0 votes)

ირაკლი ოქრუაშვილის საქმე სავარაუდოდ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოხვდება.

5 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ოქრუაშვილი პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული და ის ივანიშვილის პირადი პატიმარია.

ევროპარლამენტარებთან შეხვედრა ბელგიის სოციალ-დემოკრატების (Sp.a) წევრმა, ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტმა ანა ბალამწარაშვილმა გამართა.

ის ევროპარლამენტის ორ წევრს და რამდენიმე ევროპელ უფლებადამცველს უკვე ესაუბრა. შეხვედრაზე მთავარი თემა იყო გავრილოვის ღამე და გავრილოვის პატიმრები.

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტის თქმით, ევროპარლამენტარები კარგად არიან ინფორმირებული ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ. ბალამწარაშვილი არ გამორიცხავს, რომ ევროპარლამენტარები თბილისში გავრილოვის პატიმრების მოსანახულებლადაც ჩამოვიდნენ.

"მათ ბევრი რამე იციან ირაკლიზე. იციან მის მიერ გატარებული რეფორმების შესახებაც. ეს რეფორმები ოქრუაშვილმა ყველა უწყებაში გაატარა, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა. ევროპელები მას რეფორმატორს უწოდებენ", – აღნიშნავს ბალამწარაშვილი.

Read 969 times