Back to Top
სამშაბათი, 20 მარტი 2018 21:49

წითელი ჯვარი: ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება პროცედურების დაცვით მოხდა

Rate this item
(0 votes)

"წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი“ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, როგორც ნეიტრალური შუამავლის დახმარებით მოხდა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მოვლენების დაწყებიდანვე გამოთქვამდა მზაობას ჩართულიყო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების პროცესში.

ორგანიზაციის საქმიანობა მხოლოდ ჰუმანიტარულ მიზნებს ემსახურება. არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელშეწყობითა და ცხედრის გადმოსვენების სტანდარტული პროცედურების სრული დაცვით მოხდა. ამის შემდეგ, ოჯახის გადაწყვეტილების შესაბამისად, ცხედარი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ერგნეთში გადაეცა“, - ნათქვამია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განცხადებაში.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში დაიღუპა.

Read 1318 times Last modified on სამშაბათი, 20 მარტი 2018 22:01