Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 08 ნოემბერი 2019 11:51

ცხინვალის მიმართულებით წელს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით, 72 ადმიანი დააკავეს

Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე ცენტრალური ხელისუფლების მიერ უკანონო დაკავების 72 შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხშირ შემთხვევაში ადამიანებს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით აკავებენ და მათი გათავისუფლება ე.წ. ჯარიმების გადახდის შემდეგ ხორციელდება.

"ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, პირთა უკანონო პატიმრობა ძირითადად 2-3 დღე გრძელდება, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც უკანონოდ დაკავებულები გრძელვადიან უკანონო პატიმრობაში რჩებიან. ცხინვალისგან განსხვავებით, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, უკანონოდ დაკავების პერიოდი გაცილებით ხანგრძლივია."-განმარტავენ სუსში.

შარშანდელი მონაცემებით კი აღნიშნული ბრალდებით, ცხინვალის რეგიონში  2018 წელს სულ 100 ადამიანი იყო დაკავებული.

Read 427 times