"ცხინვალის ჟურნალისტიკის ფონდს" ოფისისთვის გორის მერიამ ოთახი გადასცა

ნოემბერი 08 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიას ნებართვა მისცა ა(ა)იპ ცხინვალის რეგიონის ჟურნალისტიკის ფონდისთვის, უსასყიდლო უზუფუქტის ფორმით, სამეფოს ქუჩა N1-ში მდებარე უძრავი ქონებიდან, მეორე სართულის ერთი ოთახის გადაცემასთან დაკავშირებით.

"ჟურნალისტიკის ფონდი ქართული ჟურნალისტიკის შემდგომში განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით, აქტიურად მონაწილეობს უახლესი ქართული ჟურნალისტიკის მატიანეს შემნაში, ასახავს ცხინვალში გამავალ ერთადერთ ქართულენოვანი და დევნილი გაზეთების ისტორიას. ასევე მონაწილეობას იღებს ფორსმაჟორულ მდგომარეობაში მყოფი ჟურნალისტბის პროფესიული უფლებებისა და ინტერესების დაცვაში" - წერია საკრებულოს განკარგულებაში.

როგორც ცნობილია, აღნიშნული ფონდი 2017 წლის 8 ივნისს დაფუძნდა, მისი დირექტორი კი დღემდე, რობინზონ ოდიკაძეა.

Read 344 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი