Back to Top
ოთხშაბათი, 21 მარტი 2018 10:38

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ქართულ და ოსურ მხარეებს შეხვედრების განახლებისაკენ მოუწოდებს

Rate this item
(0 votes)

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მხარეებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრების განახლებისკენ მოუწოდებს.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება იმ ფაქტს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, საბოლოოდ, გადაეცა ოჯახს. ბოლო კვირებში, ამ ტრაგიკულ საქმესთან დაკავშირებით მისია მონაწილეობდა დიალოგის ხელშეწყობაში ცხელი ხაზის მეშვეობით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, მისი შესაძლებლობებისა და მანდატის გათვალისწინებით, ყურადღებით აკვირდება მოვლენებს.

მისია ადასტურებს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებებს და ხელი შეუწყოს დისკუსიებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ასევე მისიის ცხელი ხაზის ფარგლებში.

მისია მოუწოდებს მონაწილეებს, განაახლონ შეხვედრები ერგნეთში, რომლებიც მისიისა და ეუთოს ხელშეწყობით ტარდება“, – აღნიშნულია განცხადებაში

Read 1557 times Last modified on ოთხშაბათი, 21 მარტი 2018 11:57