თამარ მეარაყიშვილი: შესაძლოა ე.წ. პროკურატურამ დღეს დამაპატიმროს

მარტი 21 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ცხინვალის დე ფაქტო პროკურატურის მხრიდან მის შესაძლო დაკავებაზე საუბრობს.

მისი განცხადებით, ე.წ. პროკურატურამ ის დაკითხვაზე დაიბარა.

"მივდივარ რაიონულ პროკურატურაში , სადაც დაბარებული ვარ დაკითხვაზე. შესაძლოა დღესვე მოხდეს ჩემი დაპატიმრება. მზად ვარ ყველაფრისთვის. არ არსებობს ბუნებაში ისეთი დანაშაული, რაც შეიძლება დამაბრალონ და აქ არ შევეცადო ჩემი სიმართლის დამტკიცებას. შემეძლო მეცხოვრა მშვიდად- თანამდებობებიც მექნებოდა და მასთან დაკავშირებული პრივილეგიებიც, თუმცა ვიცხოვრებდი საკუთარი თავისთვის და შეიძლება შვილისთვის სახეშიც ვერ შემეხედა. მე ეს გზა ავირჩიე, ხელისუფლება კი თვეებია ცდილობს ამ გზის მიმართულების შეცვლას. შეგიძლიათ გამამხნევებელი კომენტარები და გულები დამიწეროთ, შესაცოდებელი არაფერი მჭირს- ცოცხალი ვარ და ვიბრძვი საკუთარი უფლებებისთვის, რომელიც დისკომფორტს უქმნის მედროვეებს", - აცხადებს მეარაყიშვილი


​თამარ მეარაყიშვილს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პროკურატურა მმართველი პარტიის „ერთიანი ოსეთის” პატივისა და ღირსების შელახვას ედავება. მეარაყიშვილი გასული წლის აგვისტოში დაპატიმრებულიც იყო. იგი ამჟამად ახალგორში იმყოფება და შინაპატიმრობა აქვს მისჯილი.

Read 1322 times Last modified on Last modified on მარტი 21 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი