Back to Top
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი 2019 16:30

გორში მე-9 კლასელის ცემის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო

Rate this item
(0 votes)

გორში მეცხრე კლასელის ცემის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.

15 წლის ბიჭი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. პოლიცია მის გამოკითხვას გეგმავს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ და რატომ სცემა მოზარდი.

როგორც სკოლის დირექტორი ამბობს, დაპირისპირება სკოლის გარე პერიმეტრზე მოხდა.

ამავე თემაზე: "ჩვენი მოსწავლე სკოლის გარე პერიმეტრზე სცემეს" - სკოლის დირექტორი

Read 644 times