ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშის წარდგენა გორში

მარტი 21 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის "დემოკრატიის სკოლაში" ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშის წარადგინეს. პრეზენტაციას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. 


ევროკავშირსა და საქართველოს შორის, 2014 წელს გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმება, საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით სისტემური რეფორმების გატარებას ითვალისწინებს. სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ აქტიურად ხორციელდება. ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მოწვევით, მომხსენებლები ოთხი ძირითადი თემის ირგვლივ ისაუბრებენ იმ მნიშვნელოვანი მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ, რაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება.

ღონისძიება  ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოსა“ და „აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის ( EECMD)“ თანამშრომლობით ჩატარდა.

https://www.mixcloud.com/nodar-skhirtladze/%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90-%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94/

Read 937 times Last modified on Last modified on მარტი 21 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი