გორის მერია ზეღდულეთისთვის კედლის კონდიციონერებს შეიძენს

ნოემბერი 19 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის მერიამ კედლის კონდიციონერის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, კედლის 3 კონდიციონერი სოფელ ზეღდულეთში, განთავსდება. გორის მერიაში ამბობენ, რომ კონდიციონერების დამონტაჟება მოსახლეობას რიტუალების სახლში სურს. 

მერიამ კონდიციონერების შესაძენად 4197 ლარი გაითვალისწინა.

გამარჯვებულმა კომპანიამ კონდიციონერების მიწოდება და ადგილზე მონტაჟის სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 დღის ვადაში უნდა მოახდინოს.

წინადადებების მიღება 25 ნოემბერს დასრულდება.

Read 100 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი