Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 19 ნოემბერი 2019 11:51

NDI გორში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას მართავს

Rate this item
(0 votes)

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი 22 ნოემბერს გორში, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას მართავს.

ღონისძიებას გორის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები, საკრებულოს ფრაქციები, გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო, არასამთავრობო სექტორი და მედიის წარმომადგენლები, და ასევე სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან.

საჯარო განხილვაზე გორის მერია 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს წარმოადგენს. საკრებულოს ფრაქციები, გორის გენდერული თანასწორობის საბჭო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები კი მათ მიერ გამოკვეთილ პრიორიტეტებზე ისაუბრებენ და საკუთარ საბიუჯეტო ინიციატივებს წარმოადგენენ.

საჯარო შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა დისკუსიას, რომლის დროსაც შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეკითხვების დასმის საშუალება ექნებათ.

NDI აღნიშნულ აქტივობას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში.

საჯარო განხილვა 13:30 საათზე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სააქტო დარბაზში (მის: ქალაქი გორი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა #53) მოეწყობა.

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

 

Read 598 times