Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 19 ნოემბერი 2019 13:17

სკრის დევნილთა დასახლებაში, სათემო ცენტრის ჩატეხილი მინის აღდგენას ითხოვენ

Rate this item
(0 votes)

სკრის დევნილთა დასახლებაში სათემო ცენტრი 3 თვეა არ ფუნქციონირებს. მიზეზი აგვისტოს თვეში ჩატეხილი მინაა.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდებისთვის აქტივობებს ამ ცენტრში ორგანიზაცია "ქართლოსი" ახორციელებს, თუმცა აღნიშნული ვითარების გამო, სათემო ცენტრი დროებით დაკეტილია.

რადიო "მოზაიკა" მერის წარმომადგენელს დაუკავშირდა. ილია ოქროშიაშვილი ამბობს, რომ მოხსენებითი ბარათი აღნიშნულზე დაწერილი აქვს და რეაგირებას მერიიდან ელოდება.

გორის მერიაში კი განმარტავენ, რომ მომხდარის შესახებ საქმის კურსში არიან და რომ ცენტრში ჩამტვრეულ მინას უახლოეს დღეებში აღადგენენ.

Read 650 times