Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 19 ნოემბერი 2019 14:59

გორის სასამართლომ მამის ცემაში ბრალდებული გაამართლა

Rate this item
(0 votes)
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა განიხილა საქმე, რომლის მიხედვით, გორში მცხოვრებ ს.გ-ს ბრალად ედებოდა მამის ცემა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა.
პროკურორის განმარტებით, მთვრალი ს.გ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას - გ.გ-ს. 6 დღის შემდეგ კი, მკერდში დაარტყა ხელი და კიდევ ერთხელ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
როგორც ცნობილია, დაზარალებულმა და ბრალდებულის დამ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, დაზარალებულ გ------- გ------–---–ს სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოში დაზიანება არ აღენიშნებოდა. გარდა ამისა, ბრალდებულმა არ აღიარა დანაშაული.
საბოლოოდ, ბრალდებული მოსამართლემ გაამართლა და გირაოს თანხა უკან დაუბრუნა.
Read 627 times