გორში ბავშვთან ურთიერთობის პოლონურ გამოცდილებას ეცნობიან

მარტი 21 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საბავშვო ბაღებისა და სხვადასხვა დღის ცენტრის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი სათემო ლიდერები ერთკვირიან პროგრამაში მონაწილეობენ და ბავშვებთან ურთიერთობის პოლონურ გამოცდილებას ეცნობიან.

სპეციალურ ტრენინგ-კურსებს მათ პოლონელი ექსპერტები უტარებენ. სპეციალური სავარჯიშოებით პროექტის მონაწილეები ბავშვების ფსიქოლოგიურ განწყობებს, აგრესიის დაძლევას და სწორი ურთიერთობის მეთოდებს სწავლობენ. პროექტი ორეტაპიანია და ტრენინგ-კურსების შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არტთერაპიის ცენტრები გაიხსნება, სადაც გადამზადებული პედაგოგები და ორგანიზაციების წარმომადგენლები მიღებულ გამოცდილებას უკვე ბავშვებთან, პრაქტიკაში გამოიყენებენ.

pitas programa 1 21.03

 

ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი სკრის დევნილთა დასახლებაში იმუშავებს, რომლის სახელწოდება "ტრამპოლინა" იქნება. აქტივობებში 6-14 წლამდე ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას. არტთერაპიის შესახებ სპეციალური პროგრამა შემუშავდება, ხოლო თემატური წიგნები პოლონურიდან ქართულად ითარგმნება.

პროექტის ავტორი ორგანიზაცია ,,ქართლოსია“, რომელიც პოლონელ ექსპერტებტან ერთად არტთერაპიის კურსებს ორგანიზაცია RITA-ს მხარდაჭერით ატარებს.

 

 

Read 1441 times Last modified on Last modified on მარტი 21 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი