Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 21 ნოემბერი 2019 18:21

აღმოაჩინე უცნობი მემკვიდრეობა - გორის კულტურის ცენტრში გამოფენა გაიმართა 

Rate this item
(0 votes)

გორის კულტურის ცენტრში გამოფენა " ადგილობრივი თვითმმართველობა 100 წლის წინ" გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მასალები 1918-21 წლების თვითმმართველი ორგანოების შესახებ, რომლებიც ეროვნულ არქივში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივ არქივშია დაცული. 

გამოფენაზე მოეწყო დოკუმენტური ფილმის "ინიციატივა არ ისჯება" ჩვენება, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში, სათემო ინიციატივებისა და თვითორგანიზებული მოძრაობების განვითარებას ეხებოდა.

გარდა ამისა, ღონისძიებაზე მცირე ლექციები წაიკითხეს ისტორიკოსებმა ირაკლი ხვადაგიანმა და დავით ლოსაბერიძემ.

2018 წელს პირველი, დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობების შექმნიდან 100 წელი გავიდა. 100 წლის წინ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შეიქმნა თვითმმართველი ქალაქები, თვითმმართველი მაზრები და წვრილი სათემო თვითმმართველობები.

 

Read 442 times