გუბერნატორი: პროპორციულ სისტემაზე გადასვლა სწორედ ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილებაა

ნოემბერი 21 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2024 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კონსტიტუციაში ცვლილებები სწორედ ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილებით შევიდა, ასე გამოეხმაურა შიდა ქართლის გუბერნატორი აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ და ამ ცვლილების განხორციელებას მოახლოებულ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ითხოვენ.

გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით 20 ივნისის შემდეგ მოქალაქეთა მოთხოვნის შედეგად ხელისუფლებამ დააყენა დღის წესრიგში საკითხი ამ ცვლილებასთან დაკავშირებით, თუმცა მას მხარი პარლამენტარების საჭირო რაოდენობამ მხარი არ დაუჭირა. ამ თემაზე გუბერნატორმა საკუთარი პოზიცია რადიო "მოზაიკას" გადაცემაში "თვითმმართველობის დრო" წამყვანის შეკითხვის შედეგად გააჟღერა. 

"ჩვენი ხელისუფლების გუნდის გადაწყვეტილებით, 2017 წელს მიღებულ იქნა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელშიც ჩაწერილია, რომ 2024 წლიდან ქვეყანაში იქნება პროპორციული წესით არჩევნები.ეს არის ის საკითხი, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებაა და ამაში ოპოზიციურ თუ სხვა ძალას არ მიუღია მონაწილეობა. რაც შეეხება 2020 წელს იგივე ფორმით გადმოწევის საკითხს, ესეც ამავე გუნდის ინიციატივა იყო, თუმცა პარლამენტში ამ ინიციატივამ საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოიპოვა და გვაქვს ის მოცემულობა, რომ ჩვენ კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში ანუ 2024 წელს გვექნება პროპორციული წესით არჩევნები. იყო დაპირება რომ იქნებოდა საკანონმდებლო ინიციატივა, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ეს ინიციატივა მხარდაჭერილი არ იქნა საჭირო რაოდენობა პარლამენტარების მხრიდან."-აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.

Read 433 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი