21 მარტი - დღე დაუნის სინდრომზე სასაუბროდ

მარტი 21 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თათია გოგოლაძე

46 ქრომოსომას +1 - 21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 

ჭრელი წინდები ამ დღის აღმნიშვნელ სიმბოლოდ იქცა. მთელი საქართველო 21 მარტს, ფერადი წინდებით და სლოგანით „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“-აღნიშნავს.

ამავე თემაზე: 21 მარტი, დაუნის სინდრომი და სოციალური პოლიტიკა გორში

დაუნის სინდრომის მქონე ის ადამიანები, ვისაც დღეს რადიო "მოზაიკა" ესაუბრა, 21 მარტის აღსანიშნავად თითქმის მთელი წელი ემზადებიან. ამბობენ, რომ ეს დღე განსაკუთრებულად უყვართ, რადგად დღის განმავლობაში ყურადღების ცენტრში არიან. მონაწილეობენ გამოფენებში, სადაც საკუთარი ხელით გაკეთებულ ნივთებს ფართო საზოგადოებას აჩვენებენ. ერთვებიან სხვადასხვა სახის წარმოდგენებში და მონაწილეობენ აქციებში.

"მე მიყვარს დღევანდელი დღე. ჩემი სიმღერაა ,,ჩემი ხატია სამშობლო“. ის მამაჩემისთვის უნდა ვიმღერო. ირმა მასწავლებელმა მასწავლა კარგი სიმღერები. სპექტაკლები ძალიან კარგია. "ბურატინო“ განსაკუთრებით მიყვარს", - გვითხრა დღევანდელი ღონისძიების ერთ-ერთმა მონაწილემ, ირმა ზარიძემ.

მათი ოჯახის წევრები ჩვენთან საუბარში საკუთარ პროტესტს გამოხატავენ. ამბობენ, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა საჭიროებებზე საუბარი მხოლოდ ამ დღით არ უნდა აქტიურდებოდეს. 

"მარტო რეკლამისთვის არ უნდა იყენებდნენ ჩვენს შვილებს. ძალიან ხშირად გვიხდება ასეთ სიტუაციაში ყოფნა. მინდა, რომ ყველა დღე იყვეს მათთვის. საზოგადოებაში ინტეგრაცია მარტო 21 მარტს აგონდებათ რატომღაც. და ამ დღესაც სრულყოფილად და ისე კი არ აღნიშნავენ, მართლა რომ გვესიამოვნოს. ხან ისეთი რამეები ხდება, გული მტკივა. საზოგადოება უნდა ეცადოს, რომ არ გამოარჩიონ ეს ბავშვები“, - გვითხრა ერთ-ერთმა მშობელმა, ია ხაჭაპურიძემ.

დაუნის სინდრომი რომ დაავადება არ არის, ამაზე თანამედროვე სამყარო უკვე შეთანხმდა. სპეციალური საჭიროებების მქონე მოზარდებისთვის, ხელშეწყობა და საზოგადოებაში ინტეგრაცია მნიშვნეოვანია. ამ მიზნით, გორში ,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“ მუშაობს. სწორედ მათი ინიციატივით დაიგეგმა 21 მარტთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომლის მიზანიც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაა.

,,ხშირად ამბობენ, რომ ეს დაავადებაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არ არის დაავადება. უნდა გვახსოვდეს, რომ მათ ჩვენგან მხოლოდ ერთი ქრომოსომა განასხვავებთ. მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანები  საკუთარი თავის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან.  ჩვენც უნდა ვეცადოთ, ისე გვიყვარდეს ისინი, როგორც  საკუთარი თავები უყვართ“, - გვითხრა "კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის" პროექტების მენეჯერმა, ფიქრია ბრეგვაძემ.

ამავე თემაზე: დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს გორში 10 ნერგი დარგეს

xeebis dargva 21.03 2xeebis dargva 21.03 3

სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 600-800 ახალშობილიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. ამ სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. ის არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. სინდრომი გოგონებსა და ბიჭებში ერთნაირი სიხშირით ვლინდება.

Read 1175 times Last modified on Last modified on მარტი 21 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი