Back to Top
ოთხშაბათი, 21 მარტი 2018 18:15

ხვალ მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

Rate this item
(0 votes)

22 მარტს "სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრი" მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. 

შეხვედრა შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყობა და მასზე დასწრება საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

პროექტის მიხედვით, კეთილმოწყობილი და მრავალფუნქციური თავშესაფრის შექმნა, კომპლექსურ მომსახურებას გაუწევს და სხვადასხვა სერვისით უზრუნველყოფს, როგორც მიუსაფარ, ასევე მზრუნველობის ქვეშ მყოფ ცხოველებს.

შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აქტიურად თანამშრომლობენ რეგიონის მუნიციპალიტეტებთან მიუსაფარი ცხოველებისათვის თავშესაფრის შექმნის საკითხზე, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონში უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტას, ცივილური და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით

შეხვედრა გორის მერიის საკონფერენციო დარბაზში 12 საათზე გაიმართება

Read 1280 times Last modified on ოთხშაბათი, 21 მარტი 2018 19:11