გორის ბაზარში ალეკო ელისაშვილს დაუპირისპირდნენ

ნოემბერი 28 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ალეკო ელისაშვილი გორის მაჟორიტარ დეპუტატს, იოსებ მაკრახიძეს აგრარულ ბაზარში ამხელს.

ამ წუთებში, ალეკო ელისაშვილი თანამოაზრეებთან ერთად გორის ბაზრის მოვაჭრეებს ესაუბრება. ალეკო ელისაშვილის გამოჩენას მოვაჭრეებს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულნი არიან "ქართული ოცნების" აქტივისტებიც, რომლებიც ელისაშვილს დაუპირისპირდნენ. 

"პროპორციული არჩევნებია ის, რაც მაკრახიძემ და მისნაირებმა ხალხს წაართვეს. ეს უნდა დამთავრდეს, რომ მისნაირები ვეღარ მოაჯდნენ ამ ქვეყანას. ეს ბაზარი მაკრახიძეს გორის მერიისგან წელიწადში 2 ლარად აქვს იჯარით აღებული და თქვენ რამდენს გახდევინეთ?", - მიმართა ელისაშვილმა მოვაჭრეებს. 

ინფორმაციისთვის, ალეკო ელისაშვილი გორის მაჟორიტარ დეპუტატს, იოსებ მაკრახიძეს  საქმიანობის შესახებ აგრარულ ბაზარში მოვაჭრეებს ხვდება.

მაჟორიტარი დეპუტატების მხილების კამპანია ელისაშვილმა კახეთიდან დაიწყო. 

Read 2397 times Last modified on Last modified on ნოემბერი 28 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი