Print this page

გუბერნატორის განკარგულებების 35 % სახელფასო დანამატებს ეხება

მარტი 22 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

 

რადიო „მოზაიკამ“ შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან გუბერნატორის განკარგულებების (გარდა განკარგულებებისა, რომლებიც შეიცავენ პირად მონაცემებს და არ არის მიჩნეული საჯარო ინფორმაციად) შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. მიღებული დოკუმენტების თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე გამოცემული განკარგულებების თითქმის 35 პროცენტი სახელფასო დანამატების გაცემას ეხებოდა.

შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე თანამდებობაზე 2017 წლის 3 თებერვალს დაინიშნა. 2018 წლის 1 იანვრამდე სამხარაძემ ერთი წლის განმავლობაში 38 განკარგულება გამოსცა. აქედან 13 სახელფასო დანამატების გაცემაზე მიუთითებდა. 2018 წლის პირველი იანვრიდან კი დანამატების და პრემიების გაცემა კანონით აიკრძალა.

გუბერნატორის ადმინისტრაციიდან მიღებული დოკუმენტის თანახმად, კახა სამხარაძემ ყველაზე ხშირად, მისი ყოფილი პირველი მოადგილე, იოსებ ოქრომელიძე წაახალისა. ოქრომელიძემ დანამატი 1250 ლარის ოდენობით, ათჯერ აიღო.

Read 1402 times Last modified on Last modified on მარტი 22 2018